მაჩალიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაჩალიკაშვილის საქმეზე მისი ნათესავი ასლან მარგოშვილი გამოიკითხა.

 

,,გამოძიება მიმდინარეობს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ 2018 წელს, პარლამენტის წინ გამართული აქციების დროს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში მოხდა ამ ადამიანის დაკითხვა გარკვეული კითხვები ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს. კითხვები ძირითადად შეეხებოდა მის კომუნიკაციას ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მის ძმისშვილთან. უპასუხა ამ ადამიანმა დასმულ შეკითხვებს და დასმული კითხვების შემდგომ დავტოვეთ საგამოძიებო ორგანო“, - განაცხადა ასლან მარგოშვილის უფლებადამცველმა, ქეთი ჩუთლაშვილმა.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს. ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, თავად მაჩალიკაშვილი კი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. 

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა,რომელშიც  ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია.

imedinews.ge

წაკითხვა 623 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.