ამ გვერდის ამობედვა

ყვითელ ავტობუსებზე ტექდათვალიერების ყალბი საბუთის გაცემის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. ყვითელ ავტობუსებსა და კერძო პირების ავტომობილებზე ტექდათვალიერების ყალბი საბუთების გაცემისთვის 4 პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით აღნიშნული პირები თბილისში 3 სხვადასხვა ცენტრში მუშაობდნენ.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, გასაღებასა და გულგრილობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

on.ge

წაკითხვა 716 ჯერ

სიახლეები