იტალიაში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური სააგენტოს,TR News-ის ცნობით, ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი პოლიციამ სალენტოს სანაპიროზე აიყვანა.

 

საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სანაპიროზე მყოფმა სამხედროებმა მიგრანტებით სავსე ნავი ადგილობრივი დროით, ღამის პირველ საათზე შენიშნეს. ნავში 9 არალეგალი და ადამიანებით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი პირიც იმყოფებოდა, ის ნავის გადამალვასა და იტალიის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ შეყვანას ცდილობდა.

იტალიური მედიის ცნობით, ადამიანებით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ქართველია. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

წყარო:imedinews.ge

წაკითხვა 895 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.