ამ გვერდის ამობედვა

"კარგი დედა იყო, მეუღლესთანაც არ ჰქონია პრობლემა" - რას ამბობენ ახლობლები 16 წლის გოგონაზე, რომელიც შვილის მკვლელობაშია ბრალდებული

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აღა­ი­ან­ში, 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი ტრა­გე­დი­ით შეძ­რუ­ლე­ბი არი­ან.

16 წლის მ.შ, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლია და 20 წლის აღა­ი­ა­ნელ ბიჭ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მ.შ-მ აღა­ი­ან­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, 7 თვის ბი­ჭუ­ნა გვი­ან ღა­მით სა­წოლ­ში გა­გუ­და და სახ­ლი­დან გა­იქ­ცა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გო­გო­ნას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ად­გი­ნეს და და­ა­კა­ვეს.

ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის ახ­ლობ­ლე­ბი. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ შე­ი­ტყვეს და და­ზუს­ტე­ბით არ იცი­ან რა მოხ­და. მ.შ-ს ნა­თე­სა­ვე­ბი მზრუნ­ველ დე­დად და მხი­ა­რულ გო­გო­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ არ სჯე­რათ მის მიერ ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის.

 "არ ვი­ცით რა მოხ­და, ახ­ლა­ხან გა­ვი­გეთ და ვერ ვი­ჯე­რებთ. კარ­გი დედა იყო, ბავ­შვზე ზრუ­ნავ­და, ყო­ველ­დღე დებ­და მის ფო­ტო­ებს "ფე­ის­ბუქ­ზე". წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ასე­თი რამ! არ ვი­ცით რა მოხ­და. მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია, პო­ე­ზია უყ­ვარს, თვი­თო­ნაც წერ­და ლექ­სებს. იმე­დია გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს და­კა­ვე­ბუ­ლის ნა­თე­სავ­მა.
მ.შ-ს კი­დევ ერთი ახ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, რომ გო­გო­ნა ბავ­შვს კარ­გად ექ­ცე­ო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც მე­უღ­ლეს­თან ჰქო­ნია კონ­ფლიქ­ტი:

"არ ვი­ცით რა მოხ­და და ვერ ვი­ჯე­რებთ ამ ამ­ბავს! კარ­გი დედა იყო, მე­უღ­ლეს­თა­ნაც არ ჰქო­ნია პრობ­ლე­მა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის შე­სა­ხებ ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცო­დით, არც ეტყო­ბო­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი იყო.

ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მა­მის­გან გა­ვი­გეთ. ის გო­გო­ნას ოჯახს და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლია და მე­უღ­ლეს ვერ ვპო­უ­ლო­ბო. მეტი არა­ფე­რი ვი­ცო­დით, დღეს გა­ვი­გეთ, რა­შიც ედე­ბა ბრა­ლი" - ამ­ბობს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ახ­ლო­ბე­ლი.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ და­უშ­ვა ოჯახ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნის და­ო­ჯა­ხე­ბა და ხომ არ ჰქონ­და გო­გო­ნას კონ­ფლიქ­ტი სა­კუ­თარ ოჯახ­ში, დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებს და ამ­ბობს:

"ოჯახ­მა არ იცო­და გა­თხო­ვე­ბას თუ აპი­რებ­და, რომ გა­ი­გეს შე­ე­გუვ­ნენ, და­ფეხ­მძიმ­და და ოჯა­ხი ბედ­ნი­ე­რი იყო. მე ვერ ვი­ტყვი ვე­რა­ფერს, რა­ტომ და­უშ­ვეს არას­რულ­წლოვ­ნის გა­თხო­ვე­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა. დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. მას პრობ­ლე­მე­ბი არც სა­კუ­თარ ოჯახ­თან ქო­ნია, შე­იძ­ლე­ბა იყო კა­მა­თი, რო­გორც ყვე­ლა მო­ზარდს აქვს, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­გია", - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის დედა ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

ambebi.ge

წაკითხვა 861 ჯერ

სიახლეები