ამ გვერდის ამობედვა

პოლიციამ ქვემო ქართლში 15 ძროხის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.მ. დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა გარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირიდან მოქალაქის კუთვნილი 15 ძროხა მოიპარა. სამართალდამცველებმა ა.მ. მარნეულში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სატვირთო ავტომობილის საშუალებით პირუტყვის დმანისში გადაყვანას ცდილობდა. პოლიციამ ნაქურდალი ძროხები მეპატრონეს დაუბრუნა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

წაკითხვა 734 ჯერ

სიახლეები