ამ გვერდის ამობედვა

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ ბრალდებული ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო. კერძოდ, განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით.

 

თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოკლული ბავშვის ოჯახის წევრები და ახლობლები ნებიერიძეს დაუპირისპირდნენ, ვითარების განმუხტვა მანდატურებმა შეძლეს. 

 

განაჩენის გამოცხადებისთანავე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ადვოკატს მიუთითა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა.

 

მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

წაკითხვა 649 ჯერ