April 25, 2024

მაგდა პაპიძე კლინიკაში გადაიყვანეს (ვიდეო)

ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან  სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას “Prime Time” ავრცელებს.

 

„პრაიმტაიმმა მოახერხა უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძის კლინიკაში შეყვანისა და გამოყვანის კადრების გადაღება. ის სამედიცინო დაწესებულებაში გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს. 

 

მაგდა პაპიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ თვალის ოპერაცია გაიკეთა, დღეს კი ექიმთან გეგმიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა.

 

მედპერსონალის ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ერთ თვალში მას მხედველობა საერთოდ დაეკარგა, თუმცა ოპერაციაც და პოსტოპერაციული პროცესიც წარმატებით დასრულდა.

 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო დამამძიმებელ გარემოებებში ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ  მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

წაკითხვა 1810 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.