ამ გვერდის ამობედვა

პოლიციელს, რომელიც 16 წლის ბიჭზე ძალადობაში ფიგურირებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მორიგი მსხვერპლი - "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ პოლიციელს, რომლის სახელიც 16 წლის ბიჭზე ძალადობაში ფიგურირებს, ანალოგიური დანაშაული მანამდეც აქვს ჩადენილი.

 

ერთ-ერთი ქალბატონის მტკიცებით, რომლის ვინაობასაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე მისივე თხოვნით არ ვამხელთ, თორნიკე ონიანი მას აბორტის გაკეთებას აიძულებდა. ქალი "კურიერთან" ჰყვება, რომ ონიანი თანამზრახველ რევაზ ხარაზის დახმარებით მოქმედებდა. სცემდა და იყო მუქარაც.

შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. რესპონდენტის მტკიცებით, ინციდენტის შემდეგ პოლიციელი ბოლნისში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი თორნიკე ონიანი უკვე მოზარდთან დაკავშირებული ძალადობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დღემდე არ დაწყებულა.

“მცემდა ეს ხარაზი, ძალადობდა, მე ახლა თორნიკეს ველაპარაკეო, თორნიკე მოდისო და შენო ვერსად ვერ წახვალო. გააგზავნა თორნიკე ონიანმა ექიმთან, უკვე სამუშაო საათები დამთავრებული იყო და გამოიძახეს ექიმი, შემაბრუნეს აბორტის გასაკეთებლად, მცემა იძალადა და თვითონ ქეიფობდა რაიონის ელიტასთან ერთად, ამ ყველაფრის შემდეგ. ოჯახიანად ჰაერში აგწევთ, აღარ იარსებებთ და ასეთი მუქარები ხორციელდებოდა ჩემს  მიმართ. დავლიე აბები და მოვიწამლე თავი. ეს ის თორნიკე ონიანია, რომელიც არასრულწლოვანი ბავშვის გაუპატიურებაშია ბრალდებული. როგორც ვიცი მას შეწყვეტილი აქვს უფლებამოსილება, მაგრამ ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის.

ონიანის დანაშაულზე საუბრობს არასრულწლოვნის ადვოკატიც. ფრიდონ სიხუაშვილი ამბობს, რომ მოძალადე პოლიციელს მფარველები ჰყავს, როგორც შსს-ში მინისტრის და ასევე მთავარი პროკურორის სახით.

http://rustavi2.ge

წაკითხვა 795 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2019