დაიწყება თუ არა სამართლებრივი პროცედურები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ - პროკურორი კითხვებს არ პასუხობს

ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურორი, თორნიკე ნადირაძე ეხმაურება.

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა და გ.ჯ. დამნაშავედ ცნო ჯგუფურ მკვლელობაში, დაუდგენელ პირებთან ერთად.

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მას თავისუფლების აღკვეთა 11 წელი და 3 თვით მიესაჯა.

საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გ.ჯ., რომელიც მკვლელობის მცდელობაში იყო დამნაშავედ ცნობილი, ახლა უკვე დასრულებულ ჯგუფურ მკვლელობაშია მსჯავრდებული.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საჩივარი ნაწილობრივ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული. კერძოდ, თბილისის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ.ჯ ცნობილი იყო დამნაშავედ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეცვლილ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება და გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დასრულებული ჯგუფური მკვლელობისთვის,“ - განაცხადა ნადირაძემ.

პროკურორმა თავი შეიკავა შეეფასებინა ადვოკატ კაკაბაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც პროკურატურის მთავარი მოწმე, მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლომ არასანდო მოწმე ცნო.

მან კითხვა უპასუხოდ დატოვა კითხვა, დაიწყება თუ არა სამართლებრივი პროცედურები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ.

პროკურატურა შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით მეორე ინსტანციის დასაბუთებულ განცხადებას ელოდება.

http://rustavi2.ge

წაკითხვა 652 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.