დაიწყება თუ არა სამართლებრივი პროცედურები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ - პროკურორი კითხვებს არ პასუხობს
ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურორი, თორნიკე ნადირაძე ეხმაურება.
სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა და გ.ჯ. დამნაშავედ ცნო ჯგუფურ მკვლელობაში, დაუდგენელ პირებთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, თუმცა, მას თავისუფლების აღკვეთა 11 წელი და 3 თვით მიესაჯა.
საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გ.ჯ., რომელიც მკვლელობის მცდელობაში იყო დამნაშავედ ცნობილი, ახლა უკვე დასრულებულ ჯგუფურ მკვლელობაშია მსჯავრდებული.
„ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საჩივარი ნაწილობრივ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული. კერძოდ, თბილისის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ.ჯ ცნობილი იყო დამნაშავედ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეცვლილ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება და გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დასრულებული ჯგუფური მკვლელობისთვის,“ - განაცხადა ნადირაძემ.
პროკურორმა თავი შეიკავა შეეფასებინა ადვოკატ კაკაბაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც პროკურატურის მთავარი მოწმე, მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლომ არასანდო მოწმე ცნო.
მან კითხვა უპასუხოდ დატოვა კითხვა, დაიწყება თუ არა სამართლებრივი პროცედურები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ.
პროკურატურა შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით მეორე ინსტანციის დასაბუთებულ განცხადებას ელოდება.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი