ამ გვერდის ამობედვა

მკვლელს ვერ უმტკიცებენ ბრალს, თორემ ის უკვე დაკავებულია - მიხეილ კალანდიას ძმა

მკვლელს ვერ უმ­ტკი­ცე­ბენ ბრალს, თო­რემ ის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის, უბ­რა­ლოდ ვერ უმ­ტკი­ცე­ბენ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას,

- ამის შე­სა­ხებ დიღ­მის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ძმამ, ლუკა კა­ლან­დი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლან­დია აცხა­დებს, უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვს "ტე­ნი­ან" და­ნა­შა­ულს, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ტაში და­იმ­სა­ხუ­როს.

„რო­გორც ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, გ.ჯ-ს ჩვე­ნე­ბა უძღო­და წინ და­კა­ვე­ბას, ასე­ვე, რო­გორც ვიცი, არ­სე­ბობს ორი ირი­ბი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, თით­ქოს­და და­ი­ნა­ხეს რო­გორ გა­მორ­ბო­და მი­ხე­ილ კა­ლან­დია და თით­ქოს მას რა­ღაც ეჭი­რა ხელ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის გა­მო­გო­ნი­ლი, ვის რაში სჭირ­დე­ბო­და ეს, არ ვიცი. დიახ, პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­საც ვხე­დავთ, რად­გან ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას, უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვს აკა­ვე­ბენ და ამ ყვე­ლა­ფერს ასა­ღე­ბენ ისე, თით­ქოს­და აქამ­დე არა­ფე­რი არ ჰქონ­დათ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოთ აწყნა­რე­ბენ იმით, რომ მო­ვი­პო­ვეთ და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და დავ­დეთ სა­მარ­თა­ლი, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხანი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ითხოვ­დაო. სად არის აქ სა­მარ­თა­ლი?

 

პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ოპე­რა­ტი­უ­ლად იყო გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, მკვლელს ვერ უმ­ტკი­ცე­ბენ ბრალს, თო­რემ ის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის, უბ­რა­ლოდ ვერ უმ­ტკი­ცე­ბენ მკვლელს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას. ერთი დღეც არ უნდა იჯ­დეს მი­ხე­ილ კა­ლან­დია ცი­ხე­ში, მას არა­ნა­ი­რი ბრა­ლი არ აქვს სა­რა­ლი­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩვენ და­ვამ­ტკი­ცებთ მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და არც ერთი წამი არ შე­ვე­გუ­ე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ლუკა კა­ლან­დი­ამ.

მისი თქმით, მას­ზე და მის ოჯახ­ზე სამ დე­კემ­ბერს დიღ­მის სამ­მარ­თვე­ლოს მკვლე­ლო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოხ­და ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა. კა­ლან­დი­ას თქმით, მას მა­მა­მი­სის ცე­მის ხმა გვერ­დით ოთა­ხი­დან ეს­მო­და. მი­სი­ვე თქმით, უმო­წყა­ლოდ ნა­ცე­მი იყო მისი ძმაც, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო.

ლუკა კა­ლან­დია აღი­ა­რებს იმ ფაქტსაც, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი გ.ჯ-ს მი­მალ­ვა­ში მის­მა ოჯახ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

„ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხი თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან. არც ერთი წამი არ ვამ­ტკი­ცებ­დით და ვამ­ბობ­დით სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს, იმ­დე­ნად დიდი ტრა­გე­დია იყო მომ­ხდა­რი, რომ ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო გაგ­ვე­გო სი­მარ­თლე, მაგ­რამ მი­ვი­ღეთ ის, რომ გა­ირ­კვა ე.წ. სი­მარ­თლე. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას, 3 დე­კემ­ბერს მე, მა­მა­ჩე­მი და ჩემი ძმა მიგ­ვიყ­ვა­ნეს ამ შე­ნო­ბის მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ხორ­ცი­ელ­და ჩვენს მი­მართ ცემა. მე მეს­მო­და პი­რა­დად რო­გორ ცემ­დნენ მა­მა­ჩემს, მა­მა­ჩემ­საც ეს­მო­და, მე რო­გორ მცემ­დნენ, ჩემი ძმაც უმო­წყა­ლოდ სცე­მეს და რო­მელ არას­რულ­წლო­ვან­თა უფ­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ვინ­მეს რომ მი­ხე­ი­ლის­თვის ხელი და­ე­ფა­რე­ბი­ნა, რო­გორ ფიქ­რობთ, ვინ­მე ხელს აწევ­და ჩვენ­ზე? იმი­ტომ გვცემ­დნენ, რომ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ას­პექ­ტში ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ და­ა­კა­ვეს ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, უდა­ნა­შა­უ­ლო მე­გობ­რე­ბი. კი გ.ჯ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლში, ვა­ბა­ნა­ვეთ და სა­ღა­მოს ოჯახს გა­და­ვე­ცით და ამას თუ გუ­ლის­ხმობთ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში, კი ვა­ღი­ა­რებთ, რომ ეს გა­ვა­კე­თეთ“, - გა­ნა­ცხა­და ლუკა კა­ლან­დი­ამ.

ლუკა კა­ლან­დია არ გა­მო­რი­ცხავს მისი და მა­მის თენ­გიზ კა­ლან­დი­ას და­კა­ვე­ბას. რათა მისი თქმით. მათი ას­პა­რე­ზი­დან მო­შო­რე­ბა მოხ­დეს.

„არ გა­მოვ­რი­ცხავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მსგავ­სი ნე­გა­ტი­უ­რი ტალ­ღის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, ჩვენ დაგ­ვა­კა­ვონ იმი­სათ­ვის, რომ მოგ­ვა­შო­რონ ას­პა­რე­ზი­დან. ჩვენ მზად ვართ ამის­თვის და იმ პი­რე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რე­ბიც არის ცნო­ბი­ლი და თუ არ დაგ­ვცა­ლა­და და დაგ­ვა­კა­ვეს, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად მო­გა­წო­დებთ",- გა­ნა­ცხა­და ლუკა კა­ლან­დი­ამ.

ambebi,ge

წაკითხვა 606 ჯერ

სიახლეები