ამ გვერდის ამობედვა

14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც ოჯახის ვარაუდით, "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია, შსს-მ გამოძიება დაიწყო

14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც ოჯახის ვარაუდით, "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ოჯახის წევრთა ინფორმაციით კი გოგონა, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია. მშობლების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მეოთხე დღეა, რაც გოგონა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

წაკითხვა 919 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 14 2019

სიახლეები