მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ვარცხნილობის გამო განხორციელებულ ბულინგის ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მომხდარ ბულინგის შესაძლო ფაქტს განათლების სამინისტრო გამოეხმაურა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გრძელი თმის გამო მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა – ამის შესახებ ინფორმაცია თავად მოსწავლის დედამ სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ეს მაქსიმეა. მაქსიმე მე-5 კლასელია. ის პიროვნება, ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა გააჩნია. სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა და დღეს ძალიან გავმწარდიო მითხრა! მე ამ ბიჭის დედა ვარ… დედა რომელიც ყოვეელთვის შვილების ინტერესებს დავიცავ სანამ ამას თვითონ ვერ შეძლებენ. მე ორი სკოლის მოსწავლის დედა ვარ, რომელსაც პრეტენზიულ და ინტრიგან მშობლად მომიხსენიებენ, მხოლოდ იმიტომ რომ ბულინგის გამო ერთხელ უკვე ხმა ავიმაღლე… აღარ მეგონა თუ იგივე გზის გავლა მომიწევდა, მაგრამ თუ საჭირო გახდა გავივლი! მასწავლებელი, რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან, არის დამნაშავე! მასწავლებელი, რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე! არ ვიცნობ ამ მასწავლებელს პირადად, მაგრამ უკვე ვიცი, რომ მან შეძლო ჩემს შვილში ზიზღის გრძნობის გაღვიძება! იმ თაობის მასწავლებლებლებს (მიშარომ ჩასარეცხ თუ ჩარეცხილების თაობას ეძახდა) აზროვნებას კვირაში ასი ტრენინგიც ვერ შეუცვლის! ესენი შიშით მაინც თუ დააჭერენ ენას კბილს, დანეკროზებული აზროვნება რომ არ გადმოაფრქვიონ! ჰოდა სხვას თუ ვერაფერს, იმას მაინც მივაღწევ რომ ეშინოდეთ ჩემი! (ყველა ლაიქი კონტროლდება სკოლის ადმინისტრაციის მიერ… ფრთხილად ხელი არ წაგიცდეთ )“,- წერს მაქსიმეს მშობელი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ ფაქტს განათლების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს და იმ შემთხვევაში თუ  სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება.

“სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ მისი პრევენცია.

სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო:edu.aris.ge

წაკითხვა 1087 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.