March 28, 2024

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი: 1964 წელს დაბადებული ვ.კ. 1992 წელს დაბადებული ე.კ. და 1989 წელს დაბადებული ზ.ჟ. თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს და ბინაში მყოფი ოჯახის წევრები ცივი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. ოჯახის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები ცდილობდნენ მიმალვას, რა დროსაც იმავე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა პირმა შეძლო ერთ-ერთი თავდამსხმელის ვ.კ.-ს შეჩერება, ხოლო დანარჩენი ორი პირი მიიმალა. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დააკავა ვ.კ. ამოღებულ იქნა ბინიდან გატაცებული ნივთები და ნიღაბი, რომელიც დაკავებულს ყაჩაღობისას ეკეთა.

სამართალდამცველებმა უმოკლეს დროში დაადგინეს დანაშაულში მონაწილე დაჯგუფების სხვა წევრების ვინაობა. სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“მიმდებარედ ზ.ჟ.-მ „მაკაროვი“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა პოლიციელების მიმართულებით, მაგრამ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ზ.ჟ.-ს კუთვნილი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები, ასევე ფული, მათ შორის ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული თანხის ნაწილი. პოლიციამ 21 ივლისს ბრალდებულის სახით დააკავა მესამე პირიც - 1992 წელს დაბადებული ე.კ. რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს",- წერია შსს-ს განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353 პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით,179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

imedinews.ge

წაკითხვა 694 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.