ამ გვერდის ამობედვა

"მაგ ოჯახებს აქ აღარ ეცხოვრებათ" - ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულებს შორის ყოფილი პედაგოგია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბი­სა და ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 11 წევ­რი­დან რამ­დე­ნი­მე გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზეღ­დუ­ლე­თის მცხოვ­რე­ბია.

 

ამას­თან, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთ-ერთი უცხო­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ზეღ­დუ­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და.

 

„ეს ადა­მი­ა­ნი წლე­ბის წინ მუ­შა­ობ­და სოფ­ლის სკო­ლა­ში პე­და­გო­გად. მერე წა­ვი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ გა­მოჩ­ნდა სო­ფელ­ში, თუმ­ცა, სკო­ლა­ში აღარ მუ­შა­ობ­და, ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­დე­ლო ფო­ტოს­ტუ­დია ჰქონ­და და მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. რო­გორც ვი­ცით, გარ­კვე­უ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბიც გა­უ­ფორ­მა რამ­დე­ნი­მე მშო­ბელს და მათ შვი­ლებს იღებ­და ე.წ. სა­მო­დე­ლო სტუ­დი­ა­ში. ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ასე­თი სი­ბინ­ძუ­რე ხდე­ბო­და? ყვე­ლა აღ­შფო­თე­ბუ­ლია სო­ფელ­ში. ისეა ხალ­ხი აღელ­ვე­ბუ­ლი, მაგ ოჯა­ხებს აქ აღარ ეცხოვ­რე­ბათ. თავ­და­პირ­ვე­ლად ის ყო­ფი­ლი პე­და­გო­გი და ზეღ­დუ­ლე­თის მცხოვ­რე­ბი ერთი ქალი და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ - კი­დევ 5 ადა­მი­ა­ნი, პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ჩაბ­მუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი, მაგ­რამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ვი­ცით, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა მშობ­ლე­ბიც არი­ან ამ საქ­მე­ში მხი­ლე­ბუ­ლე­ბი და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, და­კა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი გა­ი­ზარ­დოს“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სო­ფელ ზეღ­დუ­ლეთ­ში.

 

შსს-მ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის სქე­მა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 11 წევ­რი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­თა შო­რის ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბიც არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 17-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წაკითხვა 675 ჯერ