ამ გვერდის ამობედვა

"დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაკო გომურს ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი"

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაკო გომურს ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.

 

"სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, აქედან გამომდინარე მას არ აქვს ეს სტატუსი,"- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

წაკითხვა 463 ჯერ