April 25, 2024

"არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება"

გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება, - ასე პასუხობს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ჟურნალისტების კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა ოთარ ფარხალაძის მიმართ გამოძიება ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე.

 

„ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, ბუნებრივია გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ეს კანონით არის განსაზღვრული. ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ იწყება. შესაბამისად, არ უნდა დაიწყოს გამოძიება.

გამოძიების დაწყების საფუძველს როცა ვხედავ, მაშინ ვიწყებ. განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და შემდეგ როცა ის პირები ამ განცხადებებს უარყოფენ, ბუნებრივია ეს გამოძიების საფუძველი არ არის.

არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ამისი, არც ერთი ინფორმაცია არ არსებობს უტყუარი ამისი, შესაბამისად, გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

შეგახსენებთ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობისთვის 15 მლნ დოლარს სთხოვდნენ.

წაკითხვა 492 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.