ამ გვერდის ამობედვა

ვაჟა სირაძე - პოლიციამ აქციის ტერიტორიას ორი პირი განარიდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციიდან ორი პირი განარიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

 

 

ვაჟა სირაძის თქმით, განრიდების საჭიროება გარკვეულმა ინციდენტმა განაპირობა, თუმცა რა მოხდა, დეტალებზე არ საუბრობს.

 

 

„დაკავებული არც ერთი არაა. დაგვიძახეს აქციის მიმდინარეობისას. საპატრულო პოლიციას მოუწოდეს დახმარებისკენ და საპატრულო პოლიციამ განარიდა ორი პირი რომლებიც, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

ამასთან, სირაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეთა მიერ, საკანონმდებლო ორგანოს კარზე დადებული ბოქლომები პოლიციამ მოხსნა.

 

 

წაკითხვა 462 ჯერ

სიახლეები