ამ გვერდის ამობედვა

აქციის მონაწილეების მიერ “ქართული ოცნების” ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

 

მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის შენობის წინ, ასფალტზე გაეკეთებინათ წარწერა “შეცვალე“ და „წადი”.

 

 

დაპირისპირების მიუხედავად, საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან“ საღებავით ეს სიტყვები მაინც დაწერეს. გარდა ამისა, გააკეთეს წარწერა „სისტემა უნდა დაინგრეს“.

 

 

“შეცვალეს” წევრები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან დარჩებიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პროტესტის დაფიქსირების შემდეგ კი ისევ პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

 

წაკითხვა 512 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2019