March 28, 2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 6 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 6 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და პროცესი ხვალისთვის გადადო.

როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე შენობის ფოიეში მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. მოსამართლე აღნიშნული 6 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე 20 ნოემბერს, 13:00 საათზე იმსჯელებს.

 

გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

 

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

წაკითხვა 534 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 19 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.