April 25, 2024

"დაგვეკეტა გზები და გვეცემა ადამიანები? რაც მოხდა 7 ნოემბერს, 26 მაისს, ასე უნდა დაგვეშალა?"

შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, წინა დღეებში ყველამ ნახა როგორ ისროდნენ აქციის მონაწილეები შეშებს პოლიციის მიმართულებით.

აქედან გამომდინარე მოხდა მომდევნო დღეებში შეშის შეტანის აკრძალვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა აქციის მონაწილეებს გენერატორით და გამათბობლებით გათბობის საშუალება ჰქონდათ.

 

„მოხდა შეშების სროლა წინა დღეებში, რის შედეგადაც დაშავდნენ პოლიციელები. ნახეთ, რომ ჩვეულებრივ ენთოთ შეშებიც, ედგათ კასრები - როდესაც კანონიერი მოთხოვნა მიიღეს გადადით გზიდან, გამოიყენეს ეს ყველაფერი იარაღად, მათ შორის ბეტონის ნანგრევებს გვესროდნენ, აქედან გამომდინარე მოხდა ამის აკრძალვა.

 

სამართალდარღვევა იყო შეშის სროლა, შეშას რომ შემოიტან და თავში ჩაარტყამ ადამიანს ეს ნორმალურია?

 

პირობები გათბობისთვის ჰქონდათ, შეეძლოთ შეეტანათ გენერატორები - ჩაერთოთ გამათბობლები და გამთბარიყვნენ. ეს რომ ნახეს რომ ამას არ ვუშლიდით, გამათბობლები არ გვინდაო. ჭიდაობა უნდოდათ. ხო ხედავთ ყველა, უნდათ ვეჭიდაოთ, ვცემოთ - არ ვაკეთებთ ამას.

 

დაკეტილი ჰქონდათ გზა და იქიდან გამომდინარე მოხდა მათი დაშლა. რაც შეეხება წყლის ჭავლის გამოყენებას, მას იყენებს მსოფლიოში ყველა.

 

წყლის ჭავლი საჭირო იყო, აბა რით უნდა დაგვეშალა - ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით? დაგვეკეტა გზები და გვეცემა ადამიანები? რაც მოხდა 7 ნოემბერს, 26 მაისს, ასე უნდა დაგვეშალა? რაც საჭირო იყო, მშვიდობიანად მოხდა დაშლა. ძალის გადამეტება არ მომხდარა, თუ თვლიან რომ იყო შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას, სახალხო დამცველს, სხვადასხვა უწყებებს.

 

სამი ადამიანი რომ დაშავდა სამწუხაროა რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა წყლის ჭავლი თვალში, რომ შეესხა ადამიანს. ხელი ეტკინა ერთს იქ შეჯახებაში, ერთმანეთთან ჭიდაობაში, რა დღეში იყვნენ კი ხედავდით, ერთმანეთს ახტებოდნენ სამწუხაროდ და აწვებოდნენ, რომ ძალა გამოეყენებინათ პოლიციის წინააღმდეგ.

 

სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოში, პოლიცია თუ ფარით მიაწვება ეს არის კანონდარღვევა. თუ პოლიციელს ხის ნაჭერი ან ქვა მოხვდება,  მიიღებს დაზიანებებს - ეს მიაჩნიათ ჩვეულებრივ მოვლენად. ამ დღეებში პარლამენტის უკანა მხარეს მედიის ყველა კამერა მუშაობდა, მუშაობდნენ დრონები -  პარლამენტის უკან პირველად რომ მოუწოდეს დაიშალეთო, რა მოხდა შემდეგ ხომ ყველამ ნახეთ.

 

ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ვერ ხედავთ პოლიციაზე ძალადობას. ხედავთ მხოლოდ, პოლიცია თუ მიაწვება ელემენტარულად და გაწევს ხალხს,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წაკითხვა 615 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 28 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.