"პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი იქნება" - რას ითვალისწინებს შეწყალების ახალი წესი?!

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პატიმრების სკანდალური შეწყალების შემდეგ მორატორიუმი გამოაცხადა.

ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც გაირკვა, რომ მარიამობას შეწყალებულ 34 პატიმარს შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდადებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდადებული ასლან ბეჟანიძეც ყოფილან. არადა, მათ სასჯელის ნახევარიც არ ჰქონდათ მოხდილი. საზოგადოების პროტესტის შემდგომ საქმის მოკვლევა გენპროკურატურამ დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა თუ არა ვინმეს ბრალეულობა, კომენტარი დღემდე არ გაუკეთებიათ. სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების მიზეზად შეწყალების ახალი წესის შემუშავება დაასახელა

 

- 2021 წლის 1-ლ იანვრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ელექტრონული პროგრამა დაინერგება, სადაც თავმოყრილი იქნება შეწყალების მსურველი ყველა პატიმრის შესახებ სრული ინფორმაცია და პროგრამასთან წვდომა უფლებამოსილ პირებს ექნებათ.

როგორც ამბ­ო­ბენ, პრეზიდენტი ახალი წლისთვის შეი­წ­ყა­ლებს პატიმრებს, მათ შორის აღმო­ჩ­ნდება თუ არა დეკანოზი გიორგი­ მამალ­აძე, არავინ იცის. ირკვევა, რომ შეწყალების ახალი მოთხოვნის პირობებს­ ის ვერ აკმაყოფილებს, რადგან წესში წერია, რომ პრეზიდენტი არ განიხილავს იმ მსჯავრდადებულის საქმეს, ვისაც სასჯელის 2/3 არა აქვს მოხდილი და გამოიყენებს თუ არა შეწყალების ექსკლუზიურ უფლებას, უცნობია.

ახალი წესდებით დადგენი­ლია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის­ მსჯავრდადებულთა შეწყალების კრიტ­ერიუმები.­ გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულ­ისათვის მსჯავრდადებულთა პირობები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე­ გაივლის კონსულტაციას შესაბამის უწყებებსა და დარგის სპეცია­ლისტებთან. თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაშიც.

ადრე მოქმედი დებულებით, თუ პირს მისჯილი ჰქონდა უვადო­ პატიმრობა და 15 წელი გაატარა ციხეში, შეეძლო პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართა. ახალი ცვლილებით კი პრეზიდენტი არ განიხილავს იმ პირის შეწყალების საკითხს, ვისაც შეფარდებული აქვს უვადო პატიმრობა და მოხდილი არა აქვს 20 წელი.

პრეზიდენტი არ განიხილავს­ იმ პირის საქმეს, რომელიც მსჯავრდადებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, შეფ­არდებული აქვს 5 წელზე მეტი და მოხდილი არა აქვს ვადის 2/3. ძველი წესით, ასეთ პატიმარს მოხდილი­ უნდა ჰქონოდა ვადის ნახევარი. 5 წლით თავისუფლებააღკვეთილ პირს კი მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ვადის 1/4, წინა წესდებით - 1/3.

თუ პირი მსჯავრდადებული­ იყო წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი სასჯელის ვადის 2/3, საქმეს პრეზიდენტი არ განიხილავს. ისეთ მსჯავრდადებულს, რომელიც ამნისტიით ან შეწყალებით გათავისუფლდა და ნასამართლობის გაქარწყლებ­ამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, მოხდილი­ უნდა ჰქონდეს სასჯელის ვადის 2/3, თუკი მსჯავრდადებული სასჯელისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასჯელის ვადის 2/3-ის მოხდის შემდეგ შეუძლია პრეზიდენტს შეწყალება სთხოვოს.

პრეზიდენტი არ განიხილავს იმ პირთა საკითხს, რომელთა საქმის განხილვა არ არის დასრულებუ­ლი საქართველოს სამივე­ ინსტანციის სასა­მ­არ­თ­ლ­ოში, ან თუ არ არის გასული­ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა.


პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნის უფლება აქვს იმ პირს, რომელიც მსჯავრდადებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოში; ასევე­ იმ პირს, რომელიც მსჯავრდადებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოში.­ თუ მსჯავრდადებულს ერთხელ უარი ეთქვა შეწყალებაზე, შეუძლია 6 თვის შემდეგ ისევ მიმართოს პრეზიდენტს.

 

თუკი პრეზიდენტი მსჯავრდა­დებულს შეიწყალებს, განკარგულ­ება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება პენიტენციარულ სამსახურს, არასაპატიმრო სასჯელთა­ აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს და შსს-ს. უარის შემთხვევაში, პენიტენციარულ სამსახურს პასუხი ეგზავნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.


სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის იანვარში გააუქმა შეწყალ­ების კომისია. ახალი დებულებით, პრეზიდენტისთვის მსჯავრდადებ­ულის შეწყალების საქმეს განსა­ხილველად ამზადებს პრეზიდენტის­ ადმინისტრაციის შესაბამისი სამს­ახური. შეწყალების მიმართვიდან­ ერთ თვეში სამსახური­ უწყებები­დან გამოითხოვს დოკუმენტაციას, რომელშიც შედის­ განაჩენი, პირის­ ჯანმრთელ­ობის ცნობა და სასამართლოს გადაწ­ყვეტილებები.

 


პრეზიდენტს შეუძლია უვადო­ და ვადიანი სასჯელისგან პატიმ­რის­ გათავისუფ­ლება, სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, ან ნასამართლობის მოხსნა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.


- მთავარი ცვლილება შეწყალების კომისიის გაუქმებაა. პრეზ­იდენტმა გადაწყვიტა, რომ გარე ჩართულობა არ სჭირდება და გადაწყვეტილებას საკუთარი ადმინი­სტრაციის ძალებით მიიღებს.­


პრეზიდენტი გაცილებით მკაცრი იქნება მძიმე კატეგორიის საქმეების მიმართ. ამ დებულების გვერდის ავლითაც პრეზიდენტს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მსჯავრდადებულის შეწყალება შეუძლია.

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 680 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.