ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს - გამოძიების ახალი დეტალები

“მოზარდების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. სანდო წყაროს ინფორმაციით გამოძიება ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ სხვა პირებზეც მუშაობს და შესაძლოა უახლოეს პერიოდში მათი პასუხისგებაში მიცემაც მოხდეს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ გორის გარდა დაკავებები სამტრედიასა და თბილისშიც მოხდეს. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით ევროპოლის მიერ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ სქემაში გორის და თბილისის გარდა, შესაძლოა, სხვა ქალაქის მცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული. კონკრეტულად კი ქართველ კოლეგებს ევროპელი გამომძიებლები 6 საეჭვო ფოტოზე უთითებენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული. ფოტოების დეტალური შესწავლის შედეგად, ერთ-ერთ საეჭვო ადგილად ევროპოლი სამტრედიას და იქ მდებარე ორ ფოტოსტუდიას ასახელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს - გამოძიების ახალი დეტალები.

 

 

“სტუდიების “დიადემის” და “ბლეკსტარ სტუდიოს” მფლობელები “რუსთავი 2”-თან საუბარში ადასტურებენ, რომ მშობლებს ფოტოსესიებში მონაწილეობისთვის შვილები მიჰყავთ. სალონ “დიადემას” დამფუძნებლის განცხადებით, 13-14 წლის გოგონებს მშობლები სურათებს სხვადასხვა ფორმაში ხშირად უღებენ, თუმცა ბავშვთა პორნოგრაფიასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. კიდევ ერთი ადგილი, რომელზეც ევროპოლი მიუთითებს და რომელიც შს სამინისტროს ჯერ ისევ გასაიდუმლოვებული აქვს, მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა. კვინსლენდის პოლიციის თანამშრომლის წერილზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, რაც ქმნის საფუძველს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე არასრულწოვანის მშობელი მიეცეს. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დეკემბერში დაკავებული 11 პირიდან მძიმე ბრალდებას არც ერთი არ აღიარებს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან პორნოგრაფიაში გაუცნობიერებლად ჩართული არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის ხელშეწყობას ედავება. სწორედ ამ პედაგოგთან ცხოვრობდა ამერიკის მოქალაქე მასწავლებელი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბავშვების მშობლებს იბირებდა, რათა თანხის სანაცვლოდ მათი შვილებისთვის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეო გადაეღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“18-ტომიან საქმეზე გამოძიება 3 თვეზე მეტია გრძელდება, ჯერ კიდევ 19 სექტემბერს შსს-მ ამავე ბრალდებით 9 პირი და ორი ფოტოგრაფი - ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქე დააკავა. ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტოვიდეო მასალას თბილისში 2 ფოტოსალონში მზადდებოდა. ასევე დაკავებულია ბინის მეპატრონე, რომელსაც ამერიკის და ავსტრიის მოქალაქეებისთვის სახლი ჰქონდა მიქირავებული. მაშინაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ფაქტზე მხილებული 11 მოქალაქე იყო, რომელთგან 8 გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გორის პოლიციამ დაკავების ღონისძიება 3 სოფელში ჩაატარა. სამივე სოფელი გვერდიგვერდ მდებარეობს. დაკავებულები არიან და-ძმები, სიძე, დები, ყოფილი ქმარი და ა.შ. შსს-ს ცნობით, ამ სქემის გასაშიფრად ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ჯამში ამ ფაქტზე სექტემბერსა და დეკემბერში უწყებამ სულ 22 პირი დააკავა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

“ასეა საჭირო. შენ რომ წარმატებული ფოტომოდელი გახდე, უნდა გაიხადო კიდეც. ფოტო გადავიღოთ, ოღონდ დედიკოს არ უთხრა. ეს იყოს ჩვენი პატარა საიდუმლო... სულ ორჯერ გავიხადე წელს ზევით, მერე შემრცხვა და უარი ვუთხარი”, - “რადიო თავისუფლებას” “ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე” დაკავებული ქალის ადვოკატი, ნიკოლოზ წულეისკირი, ბრალდებულის შვილის, 12 წლის გოგოს ჩვენების შინაარსს ყვება. ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა შინაარსის ფოტოებს უღებდა მის შვილს აშშ-ის მოქალაქე, რასაც ბავშვის ჩვენებაც ადასტურებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სერვის ცენტრის ინფორმაციით, პორნოგრაფიის საქმეში 16 მოზარდი ფიგურირებს. სოცმუშაკები და ფსიქოლოგები მათ მდგომარეობას სწავლობენ. საქმეზე დაკავებულ 22-ივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. წინასასამართლო სხდომები 6 და 20 იანვარს გაიმართება”, - დასძენს გამოცემა.

 

 

„რეზონანსი“ სოფლის და სკოლის დასახელებისგან თავს შეგნებულად იკავებს, რადგანაც საქმე არასრუწლოვნებს ეხება. სასამართლო სხდომაც დახურლ რეჟიმში წარიმართა და მასზე ჟურნალსიტებს დასწრების უფლება არ მიეცა. სასამართლომ ბრალდებულები 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების ოჯახის წევრები “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ამერიკის მოქალაქემ მშობლებიც და პედაგოგიც მოატყუა. მათი მტკიცებით სამივე სოფელში იცოდნენ, რომ ამერიკელი მასწავლებელი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ამაში საეჭვო მათთვის არაფერი ყოფილა. არასრუწლოვნის ბებია, რომლის რძალი და შვილიც ახალ დააკავეს, აცხადებს, რომ მშობლებს სჯეროდათ, მათი შვილის ფოტოები ამერიკულ ჟურნალში იბეჭდებოდა. მისი ინფორმაციით, ბავშვი ამბობს, რომ ფოტოებს მას საზაფხულო ტანსაცმელში უღებდნენ და მშობლებმა ეჭვი ვერაფერზე აიღეს. ბებია აცახდებს, რომ მისი შვილი და რძალი პოლიციასთან სექტემბრიდან თანამშრომლობდნენ და ერთ-ერთი მორიგი დაკითხვისას ცოლ-ქმარი დააკავეს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

 

“ეჭვი არავის აუღია, რა ხდებოდა. მთელმა სამმა სოფელმა იცოდა, რომ ეს კაცი ფოტოგრაფი იყო. ამაში არავის ეჭვი არ ეპარებოდა. ჩემს შვილს და რძალს დააჯერა, რომ მათი შვილის ფოტოები ამერიკულ ჟურნალში იბეჭდებოდა. რა პორნოგრფაია, ბავშვი ამბობს, რომ საზაფხულო ტანსაცმელში გვიღებდნენო. არანაირი ეჭვი, ამ კაცმა ყველა მოატყუა. განათლების სამინისტრო მოატყუა, რომ მასწავლებელი იყო. მაშინ ასეთ კაცს სკოლაში რა უნდოდა? ამას რატომ არავინ არკვევთ, ვისი მეშვეობით მოხვდა ის სკოლაში. ამდენი ხალხი ჩაითრია და ამხელა უბედურება დაგვატყდა. ბავშვი ტირის - დედას და მამას ციხეში რა უნდაო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთი არასრუწლოვანის ბებია.

 

წაკითხვა 599 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.