ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში მარკეტის დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული ე.ხ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

 

„პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაკითხვა 490 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 13 2019