“მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი” - ნიკა გვარამია პროკურატურაზე

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და ასევე მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის - “რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორის ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბრამდე გადაიდო.

13 დეკემბრის პროცესზე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობების მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით მიმართეს. ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რითაც გვარამიას ბრალდების საქმეზე სახალხო დამცველის მოსაზრების, როგორც მტკიცებულების ამორიცხვა მოითხოვა. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, ეს არის სამართლებრივი საკითხი და “ნებისმიერი იურისტისთვის კარგადაა ცნობილი ის, რომ მოსაზრება არ შეიძლება იყოს მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე”. ამასთან პროკურატურამ მოითხოვა, რომ დაცვის მხარემ დასაკითხთა სიიდან ამორიცხოს 45 პირი”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში, სათაურით ნიკა გვარამია პროკურატურაზე: “მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი”.

 

“ბუნებრივია, რომ ის, როგორც მოსაზრება შეიძლება დაერთოს, თუმცა არ უნდა ჰქონდეს მტკიცებულების ძალა და როგორც მოწმე, არ უნდა იყოს შეყვანილი დასაკითხ პირთა სიაში. ეს არის იურისტებისთვის ანა-ბანა და ძალიან გამიკვირდა, როდესაც ასეთი შეცდომა დაუშვეს მსგავსი დონის იურისტებმა. სწორედ ამიტომ დავაყენეთ ეს შუამდგომლობა. რაც შეეხება დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეების ამორიცხვას, მათ დასაკითხ პირთა სიაში დაახლოებით 45 ისეთი პირი ჰყავთ შეყვანილი, რომელთა გამოკითხვის ოქმები წარმოდგენილი არა აქვთ. სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სავალდებულო წესით განსაზღვრავს, რომ მოწმე უნდა იყო გამოკითხული , მხარეებსა და სასამართლოს უნდა გადაეცეს უნფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით აპირებენ ისინი სასამართლოში ამ მოწმეების დაკითხვას. ბუნებრივია, რომ ეს ჩანაწერი, რაც არის საპროცესო კოდექსში, დარღვეულია დაცვის მხარის მიერ და სწორედ ამ არგუმენტის გამო მოვითხოვეთ, რომ 45 პირი ამორიცხულ იქნას დასაკითხთა სიიდან”, - განაცხადა ზვიად ბუბელაძემ. კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა პროკურატურა, რითაც ნიკა გვარამიას ბრალეულობა იკვეთება, პროკურორი განმარტავს, რომ ფინანსურ დანაშაულთან მიმართებით მთავარი მტკიცებულება არის დოკუმენტები. ზვიად გუბელაძის განცხადებით ეს არის ხელშეკრულებები, გადარიცხვები და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ნიკა გვარამის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურას ძალიან აწუხებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. “მოითხოვეს მისი ამორიცხვა საქმის მასალებიდან. ალბათ იმედოვნებდნენ, რომ ეს დოკუმენტი სასამართლოში გადმოგზავნილი არ ყოფილა, მათთვის ეს უცნობი იყო და მერე გაიგეს, რომ ეს მოსაზრება სახალხო დამცველს სასამართლოშიც აქვს წარმოდგენილი. რაც შეეხება მოწმეების დამატებას, დიახ, გამოძიებამ არ დაკითხა ის პირები, ვინც აუცილებლად უნდა გამოეკითხა წარდგენილი ბრალის გათვალისწინებით. შესაბამისად, დღეს გახმოვანდა ეს შუამდგომლობა, დასაკითხ მოწმეთა სიას დაემატოს პირთა გარკვეული რაოდენობა, მათ შორის ქიბარ ხალვაში, კახა ბექაური და ა.შ. და მათი დაკითხვა მოხდეს არსებითი განხილვის დროს” - განაცხადა დიმიტი საძაგლიშვილმა. ბრალდებულ ნიკა გვარამია თქმით კი, პროკურატურა სამარცხვინოდ მოქმედებს”, - დასძენს გამოცემა.

 

“პროცესუალური ნაწილი უფრო ადვოკატების საქმეა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ნაწილშიც ვითარება სრულიად ამაზრზენი და აუტანელია პროკურატურის მხრიდან. ასეთი მოტივირებული პროკურორები, რომ ადამიანს პოლიტიკური ბრალი დასდონ, უბრალოდ, სამარცხვინო საყურებელი და გულისამრევია. მრცხვენია, რომ ოდესღაც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი, ვისაც ახლა აქ ესენი წარმოადგენენ. მართლა სამარცხვინოა!” - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მის თქმით, საქართველოს პროკურატურან არის შავი ლაქა ქართული სახელმწიფოსი”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 817 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.