ამ გვერდის ამობედვა

"ცოტნე და ბრალდებულები დაჭრამდე ერთ სუფრასთან იყვნენ" - რას ამბობს გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი და ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია დაჭ­რამ­დე ერთ სუფ­რას­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და.

 

 

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, გამ­სა­ხურ­დი­ას ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, ინ­ცი­დენ­ტი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ მოხ­და.

 

 

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვა, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი 4 პირი.

 

 

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტ.ღ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 4 პირი - 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ქ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ყ. და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ჩ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

 

 

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ პირს 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით, ხოლო ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს კი - 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

 

 

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

 

 

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მძი­მე რჩე­ბა.

 

 

"პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ წუ­თის­თვის, დი­ლას­თან შე­და­რე­ბით არ შეც­ვლი­ლა.კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მძი­მე რჩე­ბა.გრძელ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა იგი­ვე მო­ცუ­ლო­ბით, რაც იყო დი­ლით. გარ­თუ­ლე­ბას ამ ეტა­პამ­დე ად­გი­ლი არ ჰქო­ნია", - გა­ნა­ცხა­და კვა­ჭა­ძემ.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 458 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 21 2019

სიახლეები