" მე დავარტყი დანა, ყველა უდანაშაულოა" - ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გიორგი სოლოღაშვილი

მე დავარტყი დანა, ყველა უდანაშაულოა, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საკუთარი ვინაობის წარდგენის შემდეგ აღნიშნა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა მან დაარტყა. თუმცა, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სოლოღაშვილს განუმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას საუბარი მოგვიანებით შეეძლება.

 

 

აღსანიშნავია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარის განმარტებით, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

 

 

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა. ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

 

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 491 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.