April 26, 2024

"შემაკავებელი ორდერების გამოცემა, თვითონ მომართვიანობა პოლიციელებისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და მიუთითებს ნდობის გაზრდაზე"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

 

 

„ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან 9 თვე გავიდა და ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, გარკვეული შედეგები, მიღწეული ამ ადამიანების მიერ გაწეული შრომის და დავგეგმოთ მომავალი გეგმები.

 


ჩვენ ამ ღონისძიებით ვიწყებთ საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებული, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გარკვეულ შეფასებებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას თქვენთან ერთად რა თქმა უნდა, აქტუალური თემები განვსაზღვროთ მომავალი 2019 წლისთვის.

 


მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს რეფორმების ნუსხა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რომელიც მოიცავს შინაარსობრივ ცვლილებებს, რეფორმებს, სტრუქტურულ რეფორმებს და რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც უნდა შექმნას ჩარჩო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

 


ამ რეფორმების პირველი ნაბიჯი გახლდათ, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. ეს არ იყო შემთხვევითი, ჩვენ მაშინაც ვთქვით და დღესაც აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძალიან მკაფიოდ და კარგად გვესმის, რომ არანაირ წარმატებებს, ვერანაირ მიღწევებს კრიმინალთან ბრძოლაში ვერ ექნება ფასი ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის ის სტანდარტი, რომელიც დღეს გვაქვს. რაც მთავარია, ჩვენ ეს სტანდარტი უნდა ავამაღლოთ. ამიტომ, წინაპირობა როგორც სხვა ყველა რეფორმის დაწყების და შედეგების მიღწევის - ჩვენ შევქმენით ეს დეპარტამენტი და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული ნაბიჯი. რა თქმა უნდა ამ დეპარტამენტის ფუნქცია გახლავთ და გახლდათ ზედამხედველობა გაუწიოს კონკრეტულ სპეციფიურ საქმეებს. შინაარსობრივად ეს იყო პირველი დეპარტამენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა ხარისხის კონტროლი. ამას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამე თუ სწორად ამ ნაბიჯმა მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს შეგვიძლია ვილაპარაკოთ გარკვეულ შედეგებზე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 954 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 09 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.