რა ნარკოტიკი გამოჩნდა შავ ბაზარზე
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოტიკი გამოჩნდა.
ლაპარაკია GHB-ზე, რომელიც მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და დროთა განმავლობაში ქლაბერების საყვარელი ნივთიერება გახდა. ნარკოლოგები საზოგადოებას კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ GHB-ის ახალი ნაერთის მოხმარება უმძიმეს შედეგს იწვევს. ამ კლუბურ ნარკოტიკს "ქიმიური სექსის" სახელითაც იცნობენ.
დავით ვადაჭკორია, ნარკოლოგიური ცენტრ "ნეოგენის" დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ნარკოლოგი:
გადამეტებულია შეფასება, რომ ის ყველაზე საშიში ნარკოტიკია. თუმცა, დიდი რისკები ახლავს, ვინაიდან დოზადამოკიდებული პრეპარატია. მცირე დოზებს შეიძლება ჰქონდეს მასტიმულირებელი ეფექტი, სექსუალური ლტოლვის, ლიბიდოს გაძლიერების უნარი, მაგრამ დიდი დოზის შემთხვევაში ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას იწვევს.
- არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდები რეანიმაციაშიც ხვდებიან, მაგრამ იმის ზუსტად თქმა, რა პრეპარატი მოიხმარა, შეუძლებელია. ამას სპეციფიკური კვლევა სჭირდება, რომელსაც ჩვენთან ვერც ერთი კლინიკა ვერ ჩაატარებს. დღეს უამრავი ახალი ნივთიერებაა შემოსული და თუ მომხმარებელმა არ გაამჟღავნა, ისე მათი დადგენა ვერ ხერხდება.
- ისე ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომ ეჭვი მაქვს, სხვა ლაბორატორიებიც იქნება. ჩვენთან შავ ბაზარს ვერ აკონტროლებენ.
- ვერ ვიტყვი, რომ საუკუნის ნარკოტიკია, მაგრამ საყურადღებოა და ხალხს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რა რისკებთანაა მისი მოხმარება დაკავშირებული. საუკუნის ნარკოტიკები სხვებია, მათ გაცილებით მძიმე შედეგები მოაქვს.
- არსებობს მხოლოდ მიახლოებითი სტატისტიკა, ისიც ბენეფიციარებისგან მოპოვებული. ოჯახები ერიდებიან მიზეზების გახმაურებას.
- ჩვენი მონაცემებით, მარტო გასულ წელს, ნოემბრის ჩათვლით, ზედოზირების 1208 შემთხვევა იყო და აქედან 6 ლეტალური შედეგით დასრულდა. დღეს ძირითადად "სუბოქსონი", "მეტადონი", "სირეცი", "ვინტი" და ა.შ. მოიხმარება და შესაბამისად, არის ლეტალური შემთხვევებიც.
სიახლეები
- "გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, კარგი იქნება, თუ კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ბოდიშს მოიხდიან ქართული სასამართლოს წინაშე" - სოზარ სუბარი
- "დავიწყეთ მოლაპარაკება უცხოურ და ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა EURO 2024-თან დაკავშირებით, ფრენების სიხშირესთან ერთად, გერმანიის მიმართულებით ჩარტერული რეისებიც დაემატოს" - ირაკლი ქარქაშაძე
- სოკო ნიგვზითა და მწვანე ხახვით
- უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთს 26 დრონი გაუნადგურეს
- პაპუაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა გვარამიას საქმე, „მიხვდა, საქმე ჰქონდა დამნაშავესთან"