ამ გვერდის ამობედვა

შსს-მ ნარკოდანაშულისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, „ალფა პვპ“-ს, „ჰეროინის“, „მორფინის“, „მეტადონისა“ და „კოდეინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

 

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

 

 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 548 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 26 2020

სიახლეები