ამ გვერდის ამობედვა

ოჯახური ძალადობა ტყიბულში - კაცმა მოხუც დედას სცემა და აგინა

პოლიციამ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1969 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა 1950 წელს დაბადებულ ქალს იტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

 

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 

წაკითხვა 560 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2020