April 25, 2024

ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილს 100 000 ლარის გადახდა მოუწევს. 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

 

„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი ჩაუდენია და მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, მას შეეფარდა გირაო“,- განაცხადა ჭკადუა.

 

საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბასილაშვილს გადახდის ვადად 30 დღე დაუწესდა.

 

მისივე ცნობით, პროცესი სასამართლოში გრძლედება და წინა სასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა. ბრალდების მხარე მტკიცებულებების შინაარსზე არ საუბრობს.

 

საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

წაკითხვა 489 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.