სახელმწიფოს კუთვნილი მიწის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1997 წლით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქ.თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 157 729 ლარის ღირებულების 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს.

 

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღდა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-  ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

წაკითხვა 387 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.