March 29, 2024

„ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება გათვალისწინებული“

დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი კანონპროექტი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

 

„ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას. მაგალითად, იმ პირებს, რომლებიც შემაკავებელ და დამცავ ორდერებს დაარღვევენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ იქნება, ასევე, მკაცრი სანქციები. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, აგრეთვე, გახდება დამამძიმებელი გარემოება და თავად ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის სანქცია მკაცრდება - გათვალისწინებული იქნება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

წაკითხვა 1132 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.