"სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი"- გახარია შაქარაშვილის საქმეზე

ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შაქარაშვილის საქმის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა ყველამ ხელი შეუწყოს გამოძიებას და გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასებები. 

 

„როდესაც მე ვსაუბრობ, რომ სამწუხაროდ, ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, პოლიტიკურ შეფერილობას იძენს, სწორედ ამას ვგულისხმობ. მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. შესაბამისად, მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც, სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ახლა ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. როდესაც გამოძიება დასრულდება და შედეგი იქნება, შემდგომ შეიძლება შეფასება. ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობების მიღმა", - განაცხადა გორგი გახარიამ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას კითხვები სამართალდამცავების მიმართ, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა.

 

„მთავარი ის არის, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. სასჯელის გარდაუვალობა - ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს. თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა ან კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც უნდა დაიწყოს კიდევ სხვა გამოძიება, ეს დაადგინოს და ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 408 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.