ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

 

ადვოკატ ესმა ნორაკიას თქმით, შეიცვალა მუხლი და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.

 

მისი განცხადებით, დაკავებული არ ეთანხმება ბრალს, არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, დააყენებენ თუ არა გირაოს შუამდგომლობას.

 

ესმა ნორაკია არც მოტივთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიას ეთანხმება და ამბობს, რომ მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა.

 

რაც შეეხება მეუღლის შესაძლო მონაწილეობას საქმეში, ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

დღესვე დაზარალებულად ცნეს გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ.

წაკითხვა 465 ჯერ