March 29, 2024

"მნიშვნელოვანია, სწრაფი, ეფექტური გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირება“ - პრემიერი ბაჩალიაშვილის საქმეზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნულ საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოითხოვა.

მან შსს-ს გარდაცვლილის ოჯახისა და საზოგადოებას პროაქტიული ინფორმირებულობა დაავალა.

 

„მინდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში მოხდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება არის უაღერესად მძიმე შემთხვევა. მინდა, პირველ რიგში, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა, ეს ტრაგედია სცდება ოჯახს და ქვეყნის ტრაგედია ხდება. შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, ოჯახს უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

 

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შსს-ს მინდა დავავალო, მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეს გარკვეული სპეკულირებისთის გამოიყენოს.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიული ინფორმირებულება, პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლებები შსს-ში. ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესადი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტული ინფორმაციის გაზიარებისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანია, სწრაფი, ეფექტური გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულება“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

წაკითხვა 420 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.