"თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა"

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა გოგოს თვითმკვლელობისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

 

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, რადგან გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მამას არაკეთილსინდისიერად მოექცნენ, „როდესაც უხეში გაფრთხილებებით თითქოს ემუქრებოდნენ, „შარშია შენი გოგო და ახლა შენც არ მოხვდეო“.

 

„ოჯახის პოზიცია ყველასთვის ცნობილია, ამ ბავშვს თვითმკვლელობისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. შესაბამისად, თვითმკვლელობაც შეიძლება ადამიანს ისე შეუქმნა და ისეთი სცენარი დადგა, რომ მკვლელობა ჩაიდინო და ეს ყველაფერი თვითმკვლელობად „გაასაღო“. ამას უკვე ექსპერტიზა დაადგენს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ჩემთვის ცნობილია, საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო ორგანოები ოჯახს აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ დრონით დაათვალიერეს ადგილი, მაგრამ აქ არის უკვე დიდი კითხვის ნიშანი, თუ დათვალიერდა და ავტომობილი იქ ვერ იპოვეს, ე.ი. არ ყოფილა“, -აცხადებს ადვოკატი.

 

მისი განმარტებით, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ გარდაცვლილის კომპიუტერი გაიხსნა, ხოლო შემდეგ უარყოფდნენ.

 

„ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოჯახის წევრებთან იყო ასეთი საუბარი - ერთ-ერთი თანამდებობის პირი ეუბნებოდა, რომ კომპიუტერი გაიხსნა, მეორე ეუბნებოდა, რომ არ გახსნილა. ერთი ეუბნებოდა, შარში არის თქვენი გოგონაო. ამ ყველაფერზე აუცილებლად მოუწვს პასუხის გაცემა ყველა იმ პიროვნებას პირადად ჩემთან, ვისაც საუბარი ჰქონდა ამ გოგოს მამასთან და ვინც ინფორმაციას აწვდიდა“, - აცხადებს ოჯახის ადვოკატი.

 

მიხეილ რამიშვილის განმარტებით, გამოძიებისადმი უნდობლობის საფუძველია ის 5-დღიანი ვადა, რა დრომდეც ახალგაზრდა ვერ იპოვეს.

 

„უნდობლობის საფუძველია 5-დღიანი ვადა, რომელიც დაკავშირებული არის იმ ადგილთან, სადაც ავტომობილი აღმოაჩინეს. ის გარემო და სივრცე უღრანი ტყე არ არის. თავისუფალი ადგილია, სადაც შეიძლება ადამიანმა ფეხბურთიც კი ითამაშოს, იქ მწყემსები დადიან, შემთხვევით გაიარა ერთმა მწყემსმა. იმ საუბრებიდანაც ჩანს, რომ გულგრილობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ინფორმაციას აწვდიან კომპიუტერთან დაკავშირებით.

ოჯახთან ერთად შევთანხმდით, რომ ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართულიყო. ეს უნდობლობა განპირობებული იყო და არის 5 დღიან ვადასთან, რაც ასევე დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ ურთიერთობასთან ოჯახის წევრებთან და მამასთან. გარკვეულწილად ცუდი და უხეში გაფრთხილებებით, თითქოს მუქარაა, რომ „შარშია შენი გოგო და ახლა შენც შარში არ მოხვდე“. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი სამართალს უნდა იცავდე და არა არღვევდე“,-აცხადებს ადვოკატი.

 

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

წაკითხვა 509 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.