ამ გვერდის ამობედვა

თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს, დაემატა 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი.

 

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, 22 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

წაკითხვა 553 ჯერ