March 28, 2024

ახალი სკანდალური ჩვენება შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნაძალადეველის თანაკლასელმა და მისმა მეგობარმა არასრულწლოვანმა ე.ხ-მ გამოძიებას ახალი და სკანდალური ჩვენება მისცა.

ანა გაბეჩავას წვეულების სტუმარი ჰყვება, რომ 18 ივნისის ღამეს მის მეგობარ ვანო თეგაძესთან ერთად აგარაკზე მას შემდეგ დარჩა, რაც ყველა სტუმარი წავიდა. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ავტომაგისტრალზე გიორგი ქათამაძის, კოკო ღიბრაძისა და ვახო ახვლედიანის ცემის შემდეგ, მერსედესის ყველა მგზავრი აგარაკზე დაბრუნდა და წვეულების სტუმრების ძებნა განაგრძეს.

 

ე.ხ. იხსენებს, რომ მეგობრებთან ტერიტორიაზე მისთვის უცნობი მამაკაცი შენიშნა, პირი, რომელიც მათზე უფროსი იყო საპირფარეშოში ხელებს იბანდა.

 

,,ისინი მოვიდნენ ჩემთან და მესაუბრებოდნენ, მკითხეს თუ საიდან წავიდნენ წვეულებაზე მყოფი სტუმრები, რომელზეც მე და ვანომ ვუთხარით, რომ არ ვიცოდით. ეზოში ყოფნის დროს მე დავინახე კიდევ ერთი, ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელიც აგარაკზე იყო, შენობის შიდა პერიმეტრზე, სააბაზანოში იდგა და ხელებს იბანდა. კარები იმ ეპიზოდში ღია იყო და ამიტომ დამამახსოვრდა რატომღაც. მე იგი მანამდე არსად მყავდა ნანახი, მივხვდი, რომ ისიც ჩემს კლასელებსა და მეგობრებს ახლდა თან. მე სახეზე არ მახსოვს იგი, ვერ შევძლებ მის ამოცნობას, მხოლოდ აღნაგობა მახსოვს, ასაკითაც ეტყობოდა, რომ ჩვენი ასაკის არ იყო, უფრო დიდი იყო აშკარად", - აცხადებს ჩვენებაში ე.ხ.

 

ვინ იყო აღნიშნული მამაკაცი, უცნობია.

 

რაც შეეხება ვანო თეგაძეს, ის ჩვენებაში ამბობს, რომ ,,მერსედესამდე" აგარაკზე “ტოიოტა ქამრის" 6 მგზავრი მივიდა და წვეულების სტუმრებს ეძებდნენ.

 

,,მათ შემოსვლისას მკითხეს თუ სად წავიდნენ დაბადების დღეზე მყოფი პირები, რაზეც ვუპასუხე, რომ ყველანი წავიდნენ მაგრამ სად არ ვიცით-თქო, რის შემდეგაც ისინი გაბრუნდნენ. პირველად მოსული ჩიქოვანი და ჩიქოვანთან ერთად მყოფი პირები კონკრეტულად არავის კითხულობდნენ, მათ ზოგადად იკითხეს სტუმრები სად არიანო. როგორც მახსოვს ვახტანგ ჩიქოვანმა იკითხა სტუმრებზე", -აცხადებს თეგაძე ჩვენებაში.

 

https://rustavi2.ge/ka

წაკითხვა 456 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.