ამ გვერდის ამობედვა

,,ლაწირაკი" - პროკურორის შეურაცხყოფისთვის ბრალდებული პროცესიდან გააძევეს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმის სასამართლო პროცესზე ინციდენტი მოხდა.

„ეს ლაწირაკი, პატარა ბავშვი“, - ბრალდებულმა ირაკლი ღლონტმა პროკურორს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რის გამოც მოსამართლემ ირაკლი ღლონტი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

 

ბრალდებულის გაღიზიანება პროკურორის სიტყვებმა გამოიწვია, რომ თითქოს ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას ცდილობდა.

წაკითხვა 435 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები