ამ გვერდის ამობედვა

"როცა გარ­დაც­ვლი­ლი თა­მუ­ნა და­ვი­ნა­ხე, თვალთ და­მიბ­ნელ­და, გა­ვი­თი­შე და იქი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს"

გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ელექტრო­შო­კი ამო­ი­ღეს.

რო­გორც თა­მუ­ნას დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, თვე­ე­ბის წინ გო­გო­ნამ ელექტრო­შო­კის შე­ძე­ნა მა­მას სთხო­ვა.


AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მა­მას, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ეს ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა:


- რამ­დე­ნი­მე თვის წინ თა­მუ­ნამ მკი­თხა, მამა, ელექტრო­შო­კი სად­მე იყი­დე­ბაო? ვუ­თხა­რი, კი, შვი­ლო, ნავ­თლუღ­ში მაქვს ნა­ნა­ხი-მეთ­ქი. წა­ვე­დი, მო­ხუც ქალს 4 ცალი ელექტრო­შო­კი ჰქონ­და, ფასი ვკი­თხე, 12 ლარი ღირს და 10 ლარ­ში მოგ­ცე­მო, - მი­პა­სუ­ხა. მეც ვი­ყი­დე და მი­ვე­ცი ბავ­შვს.

 


- არ გა­მოჰ­კი­თხეთ თა­მუ­ნას, რის­თვის სჭირ­დე­ბო­და ელექტრო­შო­კი, ვინ­მე ემუქ­რე­ბო­და, რა­ი­მე საფრ­თხეს გრძნობ­და?


- რო­გორ არ ვკი­თხე, ბავ­შვი ში­შის ქვეშ იყო, დიდი ხა­ნია საფრ­თხეს გრძნობ­და. მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია არა­ფე­რი. ჩემი დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი დღეს­დღე­ო­ბით ის არის, რომ ვერ და­ვეხ­მა­რე, ჩემ­თვის დრო­ზე რომ ეთ­ქვა, რა უჭირ­და, შე­იძ­ლე­ბა დავ­ხმა­რე­ბო­დი, გა­და­მერ­ჩი­ნა ჩემი შვი­ლი.


ძა­ლი­ან ვნა­ნობ, ძა­ლი­ან! ერთხელ გავ­ბრაზ­დი კი­დეც და ტი­რი­ლი და­ი­წყო, მამა, არა­ფე­რი მკი­თხო, გეხ­ვე­წე­ბი, არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს. თუ რამე, თვი­თონ მივ­ხე­დავ თავ­სო. ოჯა­ხი­დან, ჩვე­ნი მხრი­დან ბავ­შვს არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, მის სურ­ვი­ლებს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დით, არც სიყ­ვა­რუ­ლი და გა­გე­ბა აკ­ლდა. სა­ღა­მო­ო­ბით, უცებ და­ვი­ნა­ხავ­დი - ტი­რო­და, მერე მე­ო­რე ოთახ­ში გა­და­ვი­დო­და და ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით ვხე­დავ­დი.


ერთი წელი ვი­ტან­ჯე­ბო­დი, მას მერე, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და... სულ ტი­რო­და. ერთი სი­ტყვით მა­ინც რომ ეთ­ქვა, რა­ღა­ცას ვი­ზამ­დი, ვუშ­ვე­ლი­დი. არ ვიცი, გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო, შე­ში­ნე­ბუ­ლი, თუ რა. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავ­შვი ამ­ხე­ლა გზა­ზე მი­დი­ო­და და ვის ეძებ­და? ათა­სი ვერ­სი­აა. ეს ელექტრო­შო­კი თა­მუ­ნას თან დაჰ­ქონ­და. რომ მი­ვუ­ტა­ნე, ბავ­შვს ესი­ა­მოვ­ნა და თით­ქოს გული და­უ­წყნარ­და.

 


- მა­ი­სურ­ზე რას იტყვით? ით­ქვა, რომ გარ­დაც­ვლილს თეთ­რი ფე­რის ეცვა, თვითმხილ­ვე­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, მუქი ფე­რის ზე­და­ტა­ნით ვნა­ხე­თო...


- როცა ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი თა­მუ­ნა და­ვი­ნა­ხე, თვალთ და­მიბ­ნელ­და, გა­ვი­თი­შე და იქი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს. მე ესე ვიცი და და­ვი­ნა­ხე, რომ შავი კოფ­თა ეცვა, ასე და­ვი­ნა­ხე. თეთ­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, თეთ­რს და შავს ვერ გა­ვარ­ჩევ­დი? ისე­თი ბუნ­დო­ვა­ნი საქ­მეა, ყველ­გან რა­ღა­ცე­ბი ქრე­ბა, ყველ­გან კვა­ლი იშ­ლე­ბა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ცუდ დღე­ში ვარ. ვი­ცო­ცხლებ იქამ­დე, ვიდ­რე ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა.

 


- მარ­თლა მი­ი­ღო უწყე­ბამ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი? არა­ფე­რი აც­ნო­ბეს ოჯახს და ად­ვო­კატს?

- არ ვიცი, წე­სით, უნდა მი­ე­ღოთ უკვე, მაგ­რამ არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. არც ტე­ლე­ფონ­ზე და კომ­პი­უ­ტერ­ზე ამ­ბო­ბენ რა­მეს. ამას­თა­ნა­ვე, ის პო­ლი­ცი­ე­ლი აფ­ცი­ა­უ­რიც გაქ­რა, შვე­ბუ­ლე­ბა­ში­აო, სხვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც შვე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან... ერთი სი­ტყვით და ჩემი აზ­რით, ვი­ღა­ცას დიდი ინ­ტე­რე­სი აქვს, და­დის და კვალს შლის. სი­ცო­ცხლით სავ­სე ბავ­შვი მო­მიკ­ლეს და ახლა რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კო­ბენ, საქ­მე­ში რომ ჩა­ეთ­ვა­ლოთ. ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, თავს არ და­ვა­ნე­ბებ.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 606 ჯერ