ამ გვერდის ამობედვა

შსს-მ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავა

სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა - დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ", - აცხადებენ უწყებაში.

 

მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

წაკითხვა 369 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 02 2020

სიახლეები