ამ გვერდის ამობედვა

„დარბიან ვირთხებივით, რომ შეკერონ საქმე" - ბაჩალიაშვილის დედა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

მანამდე კი თეონა თამაზაშვილი, ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში მივა.

 

როგორც ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, უწყებამ მის დასმულ კითხვებს პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გასცეს.

 

„დარბიან ვირთხებივით, რომ შეკერონ საქმე. ამას არ დავუშვებ, ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ვინც ჯგუფურად მოკლა ის, თორემ დაძრულია მთელი საქართველო. სჯობს გონს მოეგონ. მოვითხოვ გახარიასთან შეხვედრას, პირადად მინდა ვესაუბრო,"- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

 

გუშინ ,,შაბათის ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები, რომელიც 3 ქართველი მაღალჩინოსნის შესახებ მაკომპრომატირებელ ინფორმაციას შეიცავს.

წაკითხვა 410 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 02 2020

სიახლეები