"სამი ამხელა გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

,,მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო და ამისთვის უკან არ დავიხევ", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა.

თეონა თამაზაშვილი იმ პირების დასახელებას ითხოვს, რომელთა საიდუმლო მასალებიც, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა მოიპოვა.

 

,,მე მქონდა ეჭვი, რომ ვიღაცის ფაილებში შეაღწია ამ ბავშვმა, ვერ წარმომედგინა რომ სამი იქნებოდა. სამი ამხელა გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო მოტყუებით. გაიტყუეს და ისე მოიშორეს. შეეძლოთ დაეშინებინათ და ეცოცხლა ჩემ შვილს. მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო და ამისთვის უკან არ დავიხევ არც ერთი წუთით, გავაკეთებ ყველაფერს", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი. 

წაკითხვა 910 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.