"თამუნას ერთი შეყვარებული ჰყავდა და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე" - ბაჩალიაშვილის მეგობარი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის განცხადებით, ბაჩალიაშვილს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დეა კაპანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ბაჩალიშვილის მეგობარი ჰყვება, მან არ იცის, თუ საიდან მოვიდა ბაჩანა ლობჟანიძე და ვინაა ის.

 

„არ ვიცი ეს ადამიანი საიდან მოვიდა, არ იყო ეს ადამიანი თამუნას შეყვარებული... თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული მარტო, რომელიც ვიცი და თვითონაც გამაცნო და ახლაც მაქვს იმ ადამიანთან კონტაქტი. ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე, საერთოდ, 22-ში თუ 23-ში ბაჩანამ რომ მომწერა, უბრალოდ მისამართი გავუგზავნე, "გიფები" და სურათები ჩამიყარა, გაკვირვებული ვიყავი - შენ ვინ ხარ, შენზე რატომ არ მითხრა თამუნამ არაფერი-მეთქი“, - განაცხადა კაპანაძემ.

 

მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილი შეყვარებულს 2018 წელს დაშორდა. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ჰყვება, პირი, რომელიც საკუთარ თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, მას თავად დაუკავშირდა და ცდილობდა მისგან ინფორმაცია მიეღო.

 

„კონტაქტში შევედი, როცა თამუნა მოასვენეს, ბაჩანამ სურათები და "გიფები" ჩამიგდო, ვენდე, მეგონა, რომ კურსელი იყო, ჩვეულებრივ ავყევი, მიმოწერასაც გავასაჯაროვებ, ჩემი ტელეფონიც აქვს გამოძიებას, არ ვიცი საერთოდ ეს ადამიანი რას წარმოადგენს. როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა. მგონი, მარიამ ვარდიაშვილმა თქვა, კითხვებს მისვამდა და არ ვიცი, ვინ იყოო, ჩემ გარშემო ყველა დაიმატა, ჩემი და თამოს საერთო მეგობრები ვინც იყო, ყველას მიწერა და უსვამდა უამრავ კითხვას, სულ თამუნას გარშემო“, - განაცხადა კაპანაძემ.

 

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ თამუნა ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, დეა კაპანაძე აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხს ვერ გასცემს.

 

"ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს, არ ვიცი",- აღნიშნა თამუნა ბაჩალიაშვილის მეგობარმა.

 

მისივე თქმით, თამუნა ბაჩალიაშვილს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა სურდა.

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

წაკითხვა 682 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.