ამ გვერდის ამობედვა

"მკვლელობა არა თუ გახსნილი, გამოძიებულიც არაა" - ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეში მასალების ახალი 3 ტომის მისაღებად პროკურატურა დაცვის მხარის ადვოკატებს გაუთქმელობაზე ხელმოწერას სთხოვს. 

ბრალდებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ამბობს, რომ მკვლელობა არა თუ გახსნილი, არამედ საერთოდ გამოძიებულიც არაა.

 

"ახალ ტომებშიც არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ან სხვა პირების შემხებლობას ადასტურებდეს გიორგი შაქარაშვილთან. სწორედ ამიტომ არის, რომ ადვოკატებს აწერინებენ გაუთქმელობის შეთანხმებას, რომ ეს ყველაფერი არ გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი. მათ ამ ეტაპზე სჭირდებათ რომ ბრალი წარუდგინონ კონკრეტულ პირებს და აჩვენონ საზოგადოებას, რომ მუშაობენ," -აცხადებს ბექა ნემსიწვერიძე.

წაკითხვა 535 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 16 2020

სიახლეები