ამ გვერდის ამობედვა

"გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ, რამდენი მანქანა გაივლის" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

მკვლელობაზე ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი ტერიტორიაზე მაშინ მიიტანს, როდესაც სოფლებში ელექტროენერგია გაითიშა. 

 

,,იწყება ხელის დაფარება თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან. ასჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი ამას. უნდობლობა მქონდა ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ, ახლა ვენდობი ირაკლი შოთაძეს და ვნახოთ… ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს? ხედავთ რამდენი ხალხი დადის, გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ რამდენი მანქანა გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ. აფციაურით დაწყებული ბაჭულაშვილით დამთავრებული, აქ დამთავრდა ყველაფერი, სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა,“ – აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

წაკითხვა 552 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 20 2020

სიახლეები