"ცამდე მართალი ვარ, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს"- 11 წლის მოზარდის მამა
11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამა დანაშაულს არ აღიარებს. როგორც ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მას მეგობრულად ზრდიდა.
,,ცამდე მართალი ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი რამ თქვა პროკურორმა. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს, არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთმანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ", - განაცხადა ფრიდონ აბჟანდაძემ პროცესზე.
თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამის სასამართლო პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 24 აგვისტოს, თერჯოლაში, 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.
სიახლეები
- რაზე მიგვანიშნებს ფრჩხილის მტვრევადობა, გასქელება, გაყვითლება, ღარების ან თეთრი ლაქების გაჩენა
- "ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!" - გიორგი ვაშაძე
- "ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია" - ანრი ოხანაშვილი
- "შუაში არის დიდი ორმო, ერთ მხარეს დგას ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი, კრემლის მარიონეტები და ივანიშვილის ინტერესები, მეორე მხარეს დგას სიკეთე, კეთილდღეობა, ხალხი"
- "ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ" - ვენეციის კომისია