"ბუზებს რომ ითვლიან, ჩაატარონ ექსპერიმენტი" - ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ გამოძება თვითმკვლელობის ვერსიით არის დაინტერესებული. 

მისი თქმით, პროკურატურას მკვლელის პოვნა არ უნდა.

 

"რას ჰქვია უცხო დნმ-ი აღმოჩნდა მანქანაში, არ არის საინტერესო? აბა, რა არის საინტერესო. თუკი მარტო წავიდა და მარტო იკლავდა თავს, რატომ უნდა აღმოჩნდეს უცხო დნმ მანქანაში. იმის მაგივრად, რომ გაატარონ ევაკუატორი, დადონ ზედ მანქანა, რამდენად დაიჩხაპნება, თამარის მანქანას, როგორც ჰქონდა დაჩხაპნილი კარებზე. ჩაატარონ ეგ ექსპერიმენტი, მარტო ბუზებს რომ ითვლიან იქ და მაგით არიან დაკავებულები. რატომ არ ატარებენ? და მაგიტომ გადმოიტანეს ისევ აქცენტი და ყურადღება თვითმკვლელობაზე, რომ არ უნდათ ამის გამოძიება და არ უნდათ მკვლელის პოვნა, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

წაკითხვა 1211 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.